2.პროექტის მთავარი იდეა: მინდა მოსწავლეებს ვაჩვენო თუ როგორ აცხობენ პურს ქარხანაში.
3.პროექტის აქტუალობა: როცა ქართულ ენაში თემა „სიკეთის მარცვალი“ შევისწავლეთ, მოსწავლეებს შევეკითხე , თუ რისი ცოდნა სურდათ დამატებით? ბამოიკვეთა რამდენიმე თემა. მათ შორის ერთ–ერთი ეხებოდა პურის ქარხნის დათვალიერებას. რამდენადაც ეს
ქარხანა გვაქვს ოზურგეთში, საჭიროდ ჩავთვალე დამეკმაყოფილებინა ბავშვების მოთხოვნა და მოვაწყვეთ პატარა ექსკურსია.
4. პროექტის მიზნები: სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა ნახონ ქარხანაში პურის ცხობის ტექნოლოგია; მოახდინონ შედარება სახლის პირობებში გამომცხვარი პურისა– ქარხნის პურთან. ამასთანავე ისწავლონ თანამშრომლობა და კომუნიკაცია.
5.მონაწილეთა ასაკი: 8 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 7დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები თვალნათლივ ნახავენ , რომ ქარხანა უფრო სწრაფად და მარტივად ახერხებს პურის გამოცხობას, ვიდრე სახლის პირობებში ცხვება.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსი–მძღოლი, მშობლები. ტექნიკური რესურსი–ფოტოაპარატი, მარკერი, კომპიუტერი, პროგრამა პოვერ პოინტი.
9. პროექტის მსვლელობა: I დღე–აქტივობა პირველი: მინი ლექცია.
საქართველოში სხვადასხვა ჯიშის მარცვლეული მოჰყავთ. პური არა მარტო ხორბლისაგან, სხვა მარცვლეულისაგანაც ცხვება.–ქერისაბან, ჭვავისაგან...
პურის ცხობა რომ ესწავლა ადამიანს, დიდი დრო დასჭირდა. ჯერ ხელსაფქვავი გამოიგონეს, შემდეგ კი–წყლის წისქვილი. ეხლა წისქვილი ელექტროდენზე მუშაობს.
დღეს პური ქარხანაში ცხვება. თუმცა ძველი წესიც არ არის დავიწყებული–თონის პური თონეში ცხვება. „დედას პურიც“–კახური შოთის პურებიც თონეში ცხვება.
ქართლში თონეში რძეში მოზელილ ტკბილ პურებს––ნაზუქებსაც აცხობენ.
ll დღე. აქტივობა l –თემის შერჩევა
lll დღე–აქტივობა l-სამომავლო გეგმების დაგეგმვა.
lV დღე–მშობელთა კრების მოწვევა და მათთვის პროექტის იდეის გაცნობა.
V დღე – ექსკურსიის მოწყობა ქალაქ ოზურგეთის შ.პ.ს ვასაძის პურის ქარხანაში.
(გასვლა დილის 9 საათზე, ქარხნის დათვალიერება 10 დან 12 საათამდე, სადილი 13 საათზე, დაბრუნება 15 საათზე._)
VI დღე ექსკურსიაზე მიღებული შთბეჭდილებების გაზიარება და პროექტის პრეზენტაცია.
VII დღე –პროექტის შეფასება. პროექტის მსვლელობიდან გამომდინარე პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, ბავშვები გახალისდნენ. მიზანს მივაღწიეთ.
10.საგანთან კავშირი: ქართული ენა.
11. პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ხომერიკი.
12. ხელმძღვანელის ელ/ფოსტა: tamarxomeriki@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий